logo_geo
ნაკლებად ცნობილი ფაქტები გიორგი გახარიას პირადი ცხოვრებიდან
- +

4 სექტემბერი. 2019. 16:28

 

სახელისუფლებო გუნდმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა, შესაბამისად მისი პერსონის მიმართ საზოგადოების ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.

 

გთავაზობთ ნაკლებად ცნობილ ფაქტებს გიორგი გახარიას პირადი ცხოვრებიდან.

 

  1. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიის მიმართულებით, 2004 წელს კი ამავე უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის მაგისტრი გახდა.

 

  1. გიორგი გახარია 2006-2009 წლებში კითხულობდა ლექციებს ბიოტექნოლოგიის მიმართულებით.

 

  1. 44 წლის გიორგი გახარიას ჰყავს მეუღლე მარიკა ფანცულაია, რომელიც ექიმ-ბაქტერიოლოგი გახლავთ და 9 წლის ქალიშვილი ანნა.

 

  1. ცნობილია მისი განსაკუთრებული დამოკიდებულება შინაური ცხოველების მიმართ. როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, მომავალ პრემიერ-მინისტრს სახლში ჰყავს ფრანგული ბულდოგი.

 

  1. ჰყავს ცნობილი მეზობლები, მათ შორის პოლიტიკური წრიდან: თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, ექსპერტი გია ხუხაშვილი, ბიზნესმენი ბადრი ჯაფარიძე და სხვა.

 

  1. პოლიტიკურ წრეებში ცნობილია გახარიას ქველმოქმედების შესახებ, კერძოდ, ის მატერიალურად ეხმარება რამდენიმე ოჯახს. საზოგადოებას კი ამ მხრივ თავი გასულ წელს დაამახსოვრა, როდესაც გორში გარდაცვლილი 9 წლის გოგონას ახლობლებმა თქვეს, რომ შს მინისტრმა ოჯახს ბანკში ჩადებული სახლი გამოუსყიდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი