logo_geo
ახალნამშობიარები ქალის, რომლის ჩვილის ადგილსამყოფელიც უცნობია, ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
- +

7 სექტემბერი. 2019. 16:04

 

ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მშობიარობის შემდგომი გართულებებით თემქის საავადმყოფოში გადაიყვანა, კვლავ მძიმეა, ჩვილის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თემქის N5 კლინიკურ საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა არ გაუარესებულა, თუმცა კვლავ მძიმე რჩება. მათივე ინფორმაციით, პაციენტი ისევ რეანიმაციულ განყოფილებაშია.

 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელმაც, დაახლოებით, 10 დღის წინ იმშობიარა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სისხლდენით საავადმყოფოში 5 სექტემბერს, საღამოს საათებში შეიყვანა. მას ჩვილი თან არ ახლდა. შსს-ს ინფორმაციით, ამ დრომდე უცნობი რჩება ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ადგილსამყოფელი.

 

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი