logo_geo
ზემო ფონიჭალაში ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა, არიან დაშავებულები
- +

7 სექტემბერი. 2019. 19:20

 

 

ზემო ფონიჭალაში „ნისანის“ მარკის ავტომანქანა ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა, ავტომანქანის მძღოლმა და სამმა მგზავრმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ოთხივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე- 2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი