logo_geo
პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირებაა
- +

8 სექტემბერი. 2019. 12:40

 

პარლამენტის შენობასთან დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

 

ადგილზე ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს.

 

„მონა ხარ“ - მიმართეს აქციის მონაწილეებმა ემზარ კვიციანს. თავის მხრივ დეპუტატი სამართალდამცავებს არ მიყვება და აცხადებს, რომ „არსად წასვლას არ აპირებს“.

 

აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები ამ წუთებში კვიციანის დაკავებას ითხოვენ და სკანდირებენ - „დააკავეთ კანონდამრღვევი დეპუტატი“.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი