logo_geo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება „ბალტიის ჯაჭვი - 30“ გაიმართება
- +

8 სექტემბერი. 2019. 14:56

 

 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 სექტემბერს 18:00-ზე დაგეგმილია ღონისძიება „ბალტიის ჯაჭვი - 30“.

 

როგორც ცნობილია, 1989 წლის 23 აგვისტოს ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოსახლეობამ შექმნა 600 კმ-ის სიგრძის ცოცხალი ჯაჭვი, რომელშიც მონაწილეობდა 2 მლნ.-მდე ადამიანი, რაც იმ პერიოდის ბალტიისპირეთის მოსახლეობის 25 %-ს შეადგენდა. მშვიდობიანი აქციის შედეგად პრაქტიკულად ერთმანეთს დაუკავშირდა რესპუბლიკების დედაქალაქები: რიგა, ვილნიუსი და ტალინი.

 

აღნიშნული ღონისძიებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოლიდარობას უცხადებს ბალტიისპირეთის ქვეყნების მოსახლეობის მშვიდობიან აქციას, ამასთანავე ეხმიანება და აპროტესტებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. 

 

ღონისძიების მიზანია კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის და ტერიტორიული ხელშეუხებლობისთვის მშვიდობიანი ბრძოლის მნიშვნელობას.

 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოში ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები, ამავე საელჩოების დიპლომატიური წრეების, საქართველოში მოქმედი სხვა ქვეყნების საელჩოების, სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლები, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეები.

 

მოწვეულნი არიან ბალტიისპირეთის ქვეყნების მოქმედი და ყოფილი მაღალი რანგის სახელმწიფო მოღვაწეები.

 

დაგეგმილი აქტივობები:

 

  1. 17:30 სთ-ზე დაგეგმილია ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის საელჩოების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მოსვლა.

 

  1. 18 სთ-ზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ და მეორე კორპუსებს შორის გაკეთდება „ცოცხალი ჯაჭვი“, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს „ბალტიის გზას.“

 

  1. პირველი სართულის ვესტიბიულში ჩატარდება შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. სიტყვით გამოვლენ ბალტიისპირეთის სამივე სახელმწიფოს ელჩები. ამავე დროს ვესტიბიულში ნაჩვენები იქნება კლიპი 1989 წლის 23 აგვისტოს ბალტიისპირეთის მოსახლეობის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ამსახველი კადრებით.

 

  1. 19 სთ-ზე VII სართულის დარბაზში ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი „ბალტიის გზის“ შესახებ.

 

 

 

big_banner
არქივი