logo_geo
საქართველოს გენერალთა კლუბი განცხადებას ავრცელებს
- +

9 სექტემბერი. 2019. 14:47

 

 

საქართველოს გენერალთა კლუბი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით და მიესალმება იმ საკანონმდებლო ინიციატივებს, რომლებიც მინისტრთა ახალმა კაბინეტმა გააჟღერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების კუთხით. ამის შესახებ საქართველოს გენერალთა კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„დაარსების დღიდან ვცდილობდით, ჩვენი წვლილი შეგვეტანა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მშენებლობაში; თავდაცვის ახალი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხედვა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მშენებლობის განვითარებაზე, ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია. საქართველოს გენერალთა კლუბი ჩართულია თავდაცვის სამინისტროს პროექტებში, განსაკუთრებით, აქტიური რეზერვის, მოსწავლე-ახალგაზრდობის სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში მომზადებისა და ქვეყნის ტოტალური თავდაცვისა კონცეპტის დანერგვაში;

 

საქართველოს გენერალთა კლუბი მზადყოფნას გამოთქვამს, გააგრძელოს საქართველოს მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობა ამ და სხვა, ახალ პროექტებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი