logo_geo
განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ლიდერი ამერიკული კომპანია უზრუნველყოფს
- +

11 სექტემბერი. 2019. 10:37

 

 

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, წამყვანი ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით, ქართულ განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი გრძელდება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ამერიკელ ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრაზე პროექტის დეტალები განიხილა.

 

როგორც შეხვედრაზე გადაწყდა, განათლების სისტემაში ტექნოლოგიების დანერგვის პროექტი წლის ბოლომდე განხორციელდება, რაც სისტემას თანამედროვე ტექნოლოგიებთან ინტეგრაციაში და „ციფრულ სამყაროსთან” დაახლოებაში დაეხმარება.

 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია „კარდანო ჯგუფთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიმდინარე წლის 17 ივნისს გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი