logo_geo
მამუკა მდინარაძე: ეს არის კახი კალაძის კიდევ ერთი ძალიან დიდი წარმატება
- +

11 სექტემბერი. 2019. 13:01

 

„ეს არის თბილისის მერიის და კახი კალაძის კიდევ ერთი ძალიან დიდი წარმატება. რამდენიმე წუთის წინ ჩვენ მოვისმინეთ ძალიან კარგი ამბავი იმის შესახებ, რომ 2500 დაზარალებული ოჯახის პრობლემა გადაწყდა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს.

 

„ბუნებრივია და კახის ბრიფინგიდანაც ჩანდა, რომ ადვილი არ იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება. როგორც ჩანს პროცესში იყო გარკვეული უიმედობებიც, მაგრამ საბოლოოდ ამ საკითხის გადაწყვეტა არის ქალაქის მერიის და პროცესში ჩართული ყველა მხარის ძალიან დიდი წარმატება.

 

თავის მხრივ ეს ძალიან კარგი ამბავი იმედს იძლევა, რომ მსგავსი წარმატებით დასრულდება სხვა ანალოგიური საკითხები და ოჯახები, რომლებიც იყვნენ დაზარალებულები სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ, მიიღებენ თავის კუთვნილს. ვულოცავ ყველა ოჯახს, ვისი პრობლემაც უკვე გადაწყდა, კახის კი კიდევ ერთი და მორიგი ბრავო“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

ცნობისთვის, კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს „m2“ გადაიბარებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის დღეს გაფორმდა.

 

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით.

 

 

 

 

big_banner
არქივი