logo_geo
რა ხდებოდა საკრებულოში, როცა კალაძემ „სვეტის“ დაზარალებულებს სასიხარულო ინფორმაცია გააცნო
- +

11 სექტემბერი. 2019. 14:43

 

 

 

„სვეტის“ მშენებლობებს კომპანია „m2“ დაასრულებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დასრულებულ ბინას 2500-მდე ოჯახი მიიღებს.

 

მშენებლობების დასრულების მიზნით „m2“ კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22).

 

სამივე პროექტი ამ ეტაპზე 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, აღნიშნულ კომპლექსებში საცხოვრებელს 2500-მდე მობინადრე ელოდება. ამჟამად უკვე დასრულებულია თბილისის მერიისა და „m2“-ის მიერ ინიცირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები და გაფორმებულია ხელშეკრულებები „სვეტის“ კომპანიებთან და მიწების მესაკუთრეებთან.

 

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება „m2“-ის მიერ. ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას „m2“-ის 26–წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია „BK Construction“ განახორციელებს.

 

 

 

 

big_banner
არქივი