logo_geo
საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ათეულშია
- +

11 სექტემბერი. 2019. 18:19

 

 

კულინარიული ვებგვერდის „შეფ პენსილის“ (chefspencil) მონაცემებით, საქართველო „დიეტებით შეპყრობილი“ ქვეყნების ათეულშია.

 

რეიტინგი საძიებო სისტემა „გუგლის“ მონაცემების ანალიზის მიხედვით არის შედგენილი.

 

როგორც აღმოჩნდა, საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად „დიეტებს“ ეძებენ.

 

აღნიშნულ რეიტინგში პირველ ადგილზე პოლონეთია, მეორეზე – ავსტრალია, ხოლო მესამეზე ამერიკის შეერთებული შტატები. საქართველო „დიეტებით შეპყრობილი ქვეყნების“ სიაში მეშვიდე ადგილზეა.

 

ამასთან, კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველაზე პოპულარული „დიუკანის დიეტაა“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი