logo_geo
აგვისტოში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 11 პროცენტით შემცირდა
- +

12 სექტემბერი. 2019. 12:46

 

აგვისტოში საქართველოს აეროპორტებში მოსალოდნელი 14-პროცენტიანი ზრდის ნაცვლად მგზავრთნაკადი 11 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

 

  • 2019 წლის აგვისტოში საქართველოს ხუთივე აეროპორტი ჯამში 583 104 მგზავრს მოემსახურა, რაც 11%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

 

  • რაც შეეხება 2019 წლის 8 თვის მონაცემებს, იანვრიდან აგვისტომდე საქართველოს აეროპორტები 3 640 823 მგზავრს მოემსახურა, რაც 8 %-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.

 

  • აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო აეროპორტებიდან აგვისტოს თვე მგზავრთნაკადის მატებით მხოლოდ ქუთაისის აეროპორტმა დაასრულა, რადგან მის სტატისტიკაზე ყველაზე ნაკლები გავლენა მოახდინა რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეჩერებამ.

 

  • ზრდის იმ დინამიკიდან გამომდინარე, რაც საქართველოს აეროპორტებში ფიქსირდება ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის 2019 წლის ორ კვარტალში, გვქონდა მოლოდინი, რომ აგვისტოს თვეშიც იქნებოდა ვიზიტორთა უპრეცედენტო ზრდა, თუმცა, 20 ივნისის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა საპირისპირო სურათი მოგვცა. წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, აგვისტოში 749 000-ის ნაცვლად, რაც 14 %-იან ზრდას წარმოადგენს, საქართველოს აეროპორტები 583 104 მგზავრს მოემსახურა. რაც თავის მხრივ, - 11% კლებას წარმოადგენს.

 

  • ხაზგასასმელია, რომ კლება, რომელიც აგვისტოში დაფიქსირდა, არის მაქსიმალურად მინიმიზებული საქართველოს მთავრობის იმ ნაბიჯების შედეგად, რომელიც გადაიდგა და ამჟამადაც გრძელდება რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვის გამო დაზარალებული სექტორების დასახმარებლად.

 

  • დეტალური სტატისტიკა ასეთია:

 

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი:

2019 წლის  აგვისტო -  397 045 მგზავრი (კლება 14 %)

2019 წლის იანვარ-აგვისტო - 2 651 918 მგზავრი (ზრდა 3%)        

 

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი:

2019 წლის  აგვისტო - 96 474 მგზავრი (კლება 20%)

2019 წლის იანვარ-აგვისტო  - 444 310 მგზავრი (ზრდა  5%)

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი:

2019 წლის  აგვისტო - 88 138 მგზავრი (ზრდა 22%)

2019 წლის იანვარ-აგვისტო - 538 234 მგზავრი (ზრდა 41 %)

 

მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტები:

2019 წლის იანვარ-აგვისტო  - ჯამურად 6 361 მგზავრი (ზრდა  16%)

 

 

big_banner
არქივი