logo_geo
მამა შალვა კეკელია: ამ კუთხით მამა გიორგის ვერ ვამართლებ
- +

22 თებერვალი. 2017. 13:56



მამა შალვა კეკელიასთვის მიუღებელია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე გაუთქმელობის პირობით სარგებლობს. ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან განუცხადა.


„მე გაუთქმელობის პირობა არ მესმის. თუ ადამიანი მართალია, როგორ შეიძლება ვინმემ რამე დააბრალოს? სასულიერი პირი, მღვდელი ვარ, რისი უნდა მეშინოდეს? ვინმეს მკვლელობა დამაბრალონ და მე როგორ უნდა ვითანამშრომლო გამოძიებასთან? ასეთი ბრალდება დამადოს მე სახელმწიფომ ან ნებისმიერმა ადამიანმა და მე რაიმე პირობა დავიცვა? გამორიცხულია, მდუმარება შევინარჩუნო - გამორიციხულია! არ არსებობს! მე ამ შემთხვევაში არ დავემორჩილები სახელმწიფოს. მდუმარებასთან დაკავშირებით ვერაფრით ვერ ვამართლებ. რისი უნდა მეშინოდეს, მღვდელი ვარ, ღმერთმა ყველაფერი იცის ჩემთან დაკავშირებით. რა სასჯელი უნდა მომისაჯონ იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანურად ამაზე მეტად დავისაჯო?" - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.



 

big_banner
არქივი