logo_geo
„ინფექცია სწრაფად გავრცელდება, ამიტომ...“ - პაატა იმნაძე მშობლებს მიმართავს
- +

13 სექტემბერი. 2019. 22:55

 

„როდესაც ახალი ჯგუფი ან ბევრი ბავშვი ერთად იკრიბება, დიდი საფრთხეა, რომ თუ ვინმე რამე ინფექციას მოიტანს და მას დახვდება არაიმუნური პირები, ინფექცია სწრაფად გავრცელდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„სასწავლო წელი რომ იწყება, უმნიშვნელოვანესია, ბავშვს ასაკობრივად ყველა აუცილებელი აცრა ჰქონდეს გაკეთებული. ეპიდემოლოგიური კანონზომიერებაა, როდესაც ახალი ჯგუფი იკრიბება, ან ბავშვები გასულები იყვნენ და ბევრნი ერთად შეიკრიბებიან, დიდი საფრთხეა, რომ თუ რამე ინფექცია ვიღაცამ მოიტანა და ინფექციას დახვდა არაიმუნური პირი, მაშინ ის სწრაფად გავრცელდეს. ამიტომ, ჩვენი მოწოდება მშობლებისადმი კიდევ ერთხელ იქნება, აუცილებლად ნახონ, ბავშვს, რომელიც მიდის სკოლასა თუ ბაღში, ასაკობრივად აქვს თუ არა ყველა აცრა გაკეთებული, რომელიც ამ ასაკისთვისაა აუცილებელი“, - განაცხადა იმნაძემ.

 

მან ასევე ისაუბრა აცრების შემოწმებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ყველა აცრა ელექტრონულ მოდულში იქნება შეტანილი.

 

„ახალ აცრებზე და პატარა ბავშვებზე თითქმის აღარ არის პრობლემა, რადგან არის ელექტრონული მოდული, სადაც ყველა აცრა რეგისტრირდება და სადაც არ უნდა იყოს ბავშვი, მისი პირადი ნომრით შეუძლია შესვლა. ძირითადად, ადრინდელ აცრებზეა სირთულე. ახლა იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი და სულ მალე უკვე საერთოდ აღარ იქნება, ასე ვთქვათ, ქაღალდით ანგარიშგება, არამედ მთლიანად, ელექტრონულ მოდულში იქნება ყველა ეს აცრა“, - განაცხადა იმნაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი