logo_geo
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაჭრილი 50 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
- +

16 სექტემბერი. 2019. 01:42

 

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაჭრილი 50 წლამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელის, თეონა ხუჭუას თქმით, პაციენტს ოპერაციული ჩარევა არ დასჭირვებია და ამ ეტაპზე ქირურგიულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

 

„20:30 საათზე იქნა პაციენტი შემოყვანილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადით. აქ არის ცეცხლნასროლი ჭრილობა რბილი ქსოვილების დაზიანებით. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მოთავსებულია ქირურგიულ განყოფილებაში. პაციენტს ოპერაციული ჩარევა არ დასჭირვებია, რბილი ქსოვილები დათვალიერდა და მოთავსდა განყოფილებაში. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა თეონა ხუჭუამ.

 

თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 50 წლამდე ასაკის მამაკაცი რამდენიმე საათის წინ დაჭრეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი