logo_geo
პირველ კლასში წელს 54 321 ბავშვი შევიდა
- +

16 სექტემბერი. 2019. 11:25

 

ქვეყნის მასშტაბით დღეს 55 000-მდე პირველკლასელი იწყებს სწავლას. მათგან, საჯარო სკოლებში 48 254, ხოლო კერძო სკოლებში 6 067 მოსწავლე დარეგისტრირდა.

 

საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელსა და კლასის დამრიგებლებს უფასოდ დაურიგდათ განახლებული სპეციფიკის „ბუქები“, რომელშიც ორჯერ გაზრდილია ოპერატიული მეხსიერება და ორჯერ გაზრდილია მყარი დისკის მოცულობა, რაც საშუალებას იძლევა, ჩაიტვირთოს თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამები.

 

ყველა პირველკლასელს საჩუქრად გადაეცა იაკობ გოგებაშვილის განახლებული „დედა ენა“.

 

საერთო ჯამში, შესყიდულ იქნა 4 060 910 წიგნი და რვეული, სულ საერთო ღირებულებით 20 078 540.73 ლარი. ამასთან, სამინისტროს მხრიდან შესყიდულია და დარიგებულია 55 000 „ბუქი“.

 

არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ითარგმნება ახალი სახელმძღვანელოები აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. მოსწავლეებს დაურიგდებათ „112“-ის სანიშნეები საკონტაქტო ინფორმაციითა და მცირე ინსტრუქციით.

 

წელს პირველად პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა რეგისტრაცია ცალკე ეტაპად განხორციელდა. აღნიშნული სერვისით ისარგებლა 515 მოსწავლემ (539 დარეგისტრირდა, მაგრამ 515-ს დაუდგინდა სპეციალური საჭიროება).

 

 

 

 

big_banner
არქივი