გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 17 სექტემბერს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში +25 +30 გრადუსამდე სითბო შენარჩუნდება.
18-20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს.
დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +25 +30 გრადუსამდე მოიმატებს.
მთელ საქართველოში დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +25+30 გრადუსამდე.
21 სექტემბრიდან არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, უმეტეს რაინში იქნება წვიმა. დასავლეთის მიმართულებით გაძლიერდება ქარი.