logo_geo
დემნა გვასალია „ვეტმანს“ ტოვებს და ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს
- +

16 სექტემბერი. 2019. 13:10

 

ცნობილი ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია „ვეტმანს“ ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ „facebook“-ში „Demna Gvasalia Daily“-ზე გამოქვეყნდა.

 

„ვეტმანი“ დავიწყე, რადგან მოდა მობეზრებული მქონდა და ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, მოდა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა, რაც ჩვენ გამოვჩნდით. „ვეტმანმა“ ბევრს გაუღო კარი, ასე რომ, ახლა ვგრძნობ, რომ მე ჩემი მისია შევასრულე“, - ამბობს დიზაინერი.

 

„დემნა აგრძელებს „ბალენსიაგაში“ მუშაობას და ახალ კოლექციას 29 სექტემბერს წარადგენს (დემნა არ ტოვებს „ბალენსიაგას“, ტოვებს მხოლოდ „ვეტმანს“). პარალელურად იწყებს ახალ პროექტზე მუშაობას, რომელიც „ვეტმანისგან“ დამოუკიდებელი იქნება.

 

„ვეტმანში“ რჩება დემნას ძმა გურამ გვასალია და ის უახლოეს მომავალში დააანონსებს ახალ თანამშრომლობას ბრენდებთან, თუმცა, დღეიდან დემნა აღარ იქნება „ვეტმანის“ მთავარი დიზაინერი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

 

დემნას მადლობას ვუხდით გასული 5 წლისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ „ბალენსიაგას“ ახალ წამოწყებაში“, - ნათქვამია „Demna Gvasalia Daily“-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი