logo_geo
„NDI“ - გამოკითხულთა 78 პროცენტისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია, NATO-ში გაწევრიანებას კი, 71 პროცენტი უჭერს მხარს
- +

17 სექტემბერი. 2019. 11:20

 

 

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 78 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

 

კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი – გამოკითხულთა 14 პროცენტი პასუხობს, რომ მიუღებელია, 78 პროცენტი – მისაღებია, 8 პროცენტი  – არ ვიცი.

 

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ბოლო პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა მხრივ სტაბილურობა ფიქსირდება.

 

ამასთან, კვლევაში კითხვა NATO-ში გაწევრიანების შესახებაც დაისვა. საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა კვლავ მტკიცე და მაღალია – 71 პროცენტი.

 

კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, გამოკითხულთა პასუხები ასეთია: 17 პროცენტი – მიუღებელია, 71 პროცენტი – მისაღებია, 11 პროცენტი –  არ ვიცი.

 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

 

ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

 

„NDI“-ს კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს „CRRC-საქართველო“.

 

 

 

 

big_banner
არქივი