საქართველოში „Euronews“-ის წარმომადგენლობის „Euronews Georgia“-ს პრეზენტაცია 18 სექტემბერს, 12:00-ზე „რესპუბლიკაში“ გაიმართება.
საქართველოში „ევრონიუსის“ პარტნიორი კომპანია „სილქნეტია“.
პრეზენტაციაზე „სილქნეტი“ და „ევრონიუსი“ საქართველოში „ევრონიუს ჯორჯიას“ დაფუძნებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.
საქართველო მესამე ქვეყანაა, სადაც „ევრონიუსი“ თავის წარმომადგენლობას ფრანშიზის ფორმით აფუძნებს.