საქართველოს პარლამენტს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას კანდიდატურა წარედგინა. წარდგინება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის. დავით ნარმანიას კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად დასახელებას ადასტურებენ სემეკ-შიც.
როგორც სემეკ-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, გუშინ დავით ნარმანია საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
დავით ნარმანიას კანდიდატურა ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება. სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.