logo_geo
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში 65 წლის კაცი კრაზანას ნაკბენით გარდაიცვალა
- +

18 სექტემბერი. 2019. 13:11

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში მცხოვრები 65 წლის მამაკაცი კრაზანას ნაკბენით გარდაიცვალა.

 

შემთხვევა გუშინ მოხდა.

 

ინფორმაციას  ხარაგაულის მერიაში ადასტურებენ.

 

მათი ინფორმაციით, მამაკაცს გული აწუხებდა და მას ახლახან სტენტირება ჰქონდა გაკეთებული.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ალერგიის საწინააღმდეგო ნემსის გაკეთებისთანავე გარდაიცვალა, რადგან კრაზანამ კისერში, არტერიაზე დანესტრა.

 

ამჟამად გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

 

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში კრაზანა ძალიან მომრავლდა.

 

 

 

big_banner
არქივი