logo_geo
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, „National Geographic“-მა საქართველოს შესახებ სტატია მოამზადა
- +

18 სექტემბერი. 2019. 13:15

 

„თბილისი მსოფლიოში ყველაზე ბოჰემიური ქალაქი“, – ამ სათაურით გამოცემა „ნეიშენალ ჯეოგრაფიკი“ (National Geographic) საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს. „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“​ ჟურნალისტმა ტარა იზაბელა ბარტონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და მკითხველს თბილისში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა.

 

„ღამის კლუბები, კაფე-ბარები, ინოვაციური სივრცეები, ეს ყველაფერი თბილისს უმაგრეს ადგილად ხდის. თბილისი ეკლექტიკური, დინამიური ქალაქია, ძველი თბილისი ხის აივნებით, პატარა სახლებით გამოირჩევა, აქ თითოეულ ეზოში შეიძლება იპოვოთ კაფე ან ბარი. თბილისში შეგიძლიათ მთელი დღე გაატაროთ მუზეუმებში, თეატრებში ან მთელი ღამე – ღამის კლუბებში, სადაც დილამდე იცეკვებთ. ერთი შეხედვით თბილისი პატარა ქალაქია, მაგრამ ამ ქალაქს, რომელიც მდიდარი კულტურით გამოირჩევა, საკმაოდ ბევრი რამ შეუძლია შემოგთავაზოს“, – წერს ტარა იზაბელა ბარტონი.

 

სტატიის ავტორი თბილისში მდებარე საერთაშორისო სასტუმროებს, კლუბებს, კვების ობიექტებს, ღვინის მარნებს და მშრალ ხიდს აღწერს.

 

„ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ სამზარეულოს.

 

„ნეიშენალ ჯეოგრაფიკში“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და მის ფარგლებში საქართველოს შესახებ კიდევ ოთხი სტატია გამოქვეყნდება.

 

გამოცემას მთელ მსოფლიოში ყოველთვიურად დაახლოებით 10 მილიონი მკითხველი ჰყავს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი