logo_geo
წყალტუბოში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება
- +

18 სექტემბერი. 2019. 13:53

 

მიმდინარე წლის 20-21 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა  და ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.

 

საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას მიიღებს 35 ექიმი შემდეგი კლინიკებიდან: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო კლინიკა „გასტროენტეროლოგი“, სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა „გიდმედი“, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა.

 

ბენეფიციარების მიღება იწარმოებს:

 

20 სექტემბერს - 12:00 საათიდან

 

21 სექტემბერს - 10:00 საათიდან

 

მისამართი: ქ. წყალტუბო; 26 მაისის ქ. N 17 (შპს. აფხაზეთიდან  იძულებით გადაადგილებულ პირთა წყალტუბოს პოლიკლინიკა) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ „ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი