საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მზადაა, შეწყალების პროცედურების რეფორმის პროცესში ჩაერთოს.
ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პროცესი დროში გაწელილი არ იყოს:
„მთავარია, რომ პროცესი შეწყალების პროცედურების რეფორმირებისათვის, რისთვისაც კიდევ ერთხელ მზაობა გამოთქვა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, არ იყოს დროში გაწელილი პროცესი. იუსტიციის სამინისტრო მზად არის, პარლამენტთან ჩაერთოს ამ პროცესში, ძალიან ბევრი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს სამართლიანი შეწყალების სისტემა, ინახება სწორედ პენიტენციურ სისტემაში და იმ პროფესიონალებში, ვინც ამ სისტემას ემსახურება“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.