logo_geo
საქართველოდან ინდოეთში პირდაპირი ავიამიმოსვლა 2020 წლის თებერვალში იგეგმება
- +

19 სექტემბერი. 2019. 11:35

 

საქართველოდან ინდოეთში პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება 2020 წლის თებერვალში იგეგმება.

 

არსებული ინფორმაციით, სწორედ მომავალ წელს შემოვა ქართულ ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ინდური ავიაკომპანია „IndiGo“.

 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ადასტურებენ, რომ კომპანიას ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადი შეტანილი აქვს, თუმცა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

„IndiGo“ საქართველოში შემოსვლას 2019 წელს გეგმავდა და სხვადასხვა ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავდა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი