logo_geo
თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ხანძარია
- +

21 სექტემბერი. 2019. 13:41

 

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონში,  ფეიქრების ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ფაუერის“ საწყობში გაჩნდა.

 

შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო მანქანა მუშაობს და კიდევ რამდენი ჯგუფია გაგზავნილი.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს ქარი ართულებს, თუმცა ცეცხლის სხვა შენობებზე  გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

 

 

 

 

big_banner
არქივი