logo_geo
საქართველოში ქარი დღეს საღამოს ჩადგება, უახლოესი დღეების განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს
- +

22 სექტემბერი. 2019. 14:59

 

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

 

მისივე თქმით, ტემპერატურის მომატებასთან ერთად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო ქარი დღეს საღამოს ჩადგება.

 

„მოსალოდნელია გამოდარება. უახლოესი დღეების განმავლობაში მთელ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს დაახლოებით +31, ხოლო სანაპირო რაიონებში +26-27 გრადუსამდე.

 

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ბარში მოსალოდნელია +25-27 გრადუსი. შესაბამისად, ტემპერატურა მოიმატებს მთიან და მაღალმთიან რაიონებში“, - განაცხადა დოდო გვაზავამ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი