logo_geo
მამაკაცი, რომელსაც დოლიძის ქუჩაზე ხე დაეცა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება
- +

22 სექტემბერი. 2019. 14:59

 

მამაკაცი, რომელსაც დოლიძის ქუჩაზე გუშინ ხე დაეცა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

 

„მას გუშინვე ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია და იმყოფება მართვით სუნთქვაზე. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამ დროისთვის ის კონტაქტური არ არის“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სულ ძლიერი ქარის გამო, 300-მდე შეტყობინება შევიდა - თბილისიდან 270, რუსთავიდან კი - 25. აქედან, მხოლოდ ერთ შემთხვევას მოჰყვა მოქალაქეების დაშავება.

 

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ქარი დღეს საღამოს ჩადგება, უახლოესი დღეების განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი