„გაზის ტარიფის განსაკუთრებული ზრდა, ჩემი აზრით, მოსალოდნელი არ არის“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სემეკ-ის წევრმა და კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ განუცხადა.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მდგომარეობით, ზრდასთან დაკავშირებით რაიმე სახის განსაკუთრებული მოლოდინი არ არსებობს. ეს არის ბუნებრივი პროცესი, როდესაც სემეკ-ის შესაბამისი სამსახურები აკეთებენ წარმოდგენილი განაცხადების შეფასებას, კალკულაციას. ამის შემდეგ, მოგვიანებით იქნება ცნობილი ეს საკითხი”, – აღნიშნა ნარმანიამ.
გაზგამანაწილებელი კომპანიების განაცხადებს, სემეკ-ი წლის ბოლომდე განიხილავს.
რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, ნარმანიას ინფორმაციით, ისინი დადგენილია 2020 წლის ბოლომდე. შესაბამისად, ამ ეტაპზე მათი ცვლილების საჭიროება არ არსებობს.