logo_geo
მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დაიწყო
- +

23 სექტემბერი. 2019. 12:52

 

 

ევროპული ხარისხის დანერგვისა და საქართველოს განათლების სისტემაში  ამ მიზნით მიმდინარე პროექტის ფარგლებში,  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად, 22-25 სექტემბერს ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში  შეხვედრებს მართავს.

 

დღეს დელეგაცია შეხვედრას ევროკომისიის წარმომადგენლებთან  გამართავს, სადაც საქართველოში ზოგადი, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით ევროპული მოდელის დანერგვისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. 

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიმდინარე კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით, ევროპული მოდელის დანერგვა, მათ შორის „ახალი სკოლის მოდელის“ სახით საჯარო სკოლებში უკვე მიმდინარეობს. რაც შეეხება უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებს, ინტერნაციონალიზაციის კუთხით უკვე დაწყებულია მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან როგორიცაა ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ევროპული ორგანიზაცია EUღAXEშშ, ევროპის სამეცნიერო ორგანიზაცია EUROSCAIENCE და ევროპულ სამეცნიერო ფონდი ESF.

 

 

big_banner
არქივი