logo_geo
დიდ დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
- +

23 სექტემბერი. 2019. 12:54

 

 

დიდ დიღომში, ფარნავაზის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

 

შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი პირი. მოქალაქე სასწრაფო დახმარების ჯგუფმა უკვე გადაიყვანა შესაბამის დაწესებულებაში.

 

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი