logo_geo
ხაშურთან ავარიის დროს დაშავებული პოლიციელი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება
- +

23 სექტემბერი. 2019. 13:05

 

 

ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს.

 

როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტი ამ ეტაპზე ისევ მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ. ერთ-ერთი დაშავებული ვერტმფრენით ქარელიდან თბილისში გადმოიყვანეს.

 

გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი შეეჯახა.

                                                          

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი