ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღუდუშაურის კლინიკაში განუცხადეს.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტი ამ ეტაპზე ისევ მართვით სუნთქვაზე, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ. ერთ-ერთი დაშავებული ვერტმფრენით ქარელიდან თბილისში გადმოიყვანეს.
გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი შეეჯახა.