logo_geo
„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და დაფინანსებით, ჭიათურაში ამბულატორია აშენდება
- +

24 სექტემბერი. 2019. 11:35

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივითა და დაფინანსებით, ჭიათურაში ამბულატორია აშენდება. ახალი სამედიცინო დაწესებულება ქალაქში არსებულ ძველ ამბულატორიას ჩაანაცვლებს, რომელიც ახალ ლოკაციაზე გაუმჯობესებული სახითა და განახლებული სერვისებით იქნება წარმოდგენილი.

 

კერძოდ, დაწესებულებაში ოჯახის ექიმის კაბინეტები განთავსდება, სადაც პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ შემდეგი მომსახურება: ლაბორატორია (ღრმა კვლევების გარეშე); ექოსკოპია; პორტატული რენტგენი; კარდიოგრაფისა და ოჯახის ექიმის მომსახურება.

 

სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული პირები ასრულებენ, საჭირო მასალების შეძენაც თავად კომპანიამ უზრუნველყო.

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოთახების გადატიხვრის, კედლების გალესვის, სანტექნიკის მონტაჟის სამუშაოები, ასევე, ოჯახის ექიმებისთვის განკუთვნილი კაბინეტების მოწყობა, რათა სამედიცინო პერსონალის ყველა კაბინეტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაიმართოს.

 

„აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენი კომპანიისთვის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, რაც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებით ისარგებლონ.„ჯორჯიან მანგანეზი“ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს სისტემატურად სწავლობს. დღეს ხელმისაწვდომი ჯანდაცვა ყველა რეგიონისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, მათ შორის ჭიათურისთვის. მივიჩნიეთ, რომ მსგავსი დაწესებულების არსებობა, ქალაქისთვის და ჩვენი თანამშრომლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა“, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა თემურ ხონელიამ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი