logo_geo
„რაინეარის“ ვებგვერდზე თბილისსა და ქუთაისზე სტატიები გამოქვეყნდა
- +

24 სექტემბერი. 2019. 14:49

 

ავიაკომპანია „რაინეარი“, რომელიც ნოემბერში ქართულ ბაზარზე შემოდის, თბილისისა და ქუთაისის შესახებ სტატიებს აქვეყნებს. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია ქალაქების ღირსშესანიშნაობებზე, ასევე საუკეთესო კაფეებსა და რესტორნებზე.

 

„რა უნდა ნახო და სად წახვიდე თბილისში“, – ამ სტატიაში ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია მგზავრებს სამების საკათედრო ტაძრის, ქართლის დედის ქანდაკების, მთაწმინდის პარკისა და მშვიდობის ხიდის დათვალიერებას, ასევე რეზო გაბრიაძის თეატრის შენობაზე მდებარე საათის დათვალიერებას ურჩევს.

 

ქუთაისში სტუმრობისას ავიაკომპანიის ყურადღების ცენტრშია ბაგრატის ტაძარი, გელათის მონასტერი, სათაფლიის ნაკრძალი, პრომეთეს მღვიმე, ასევე ქალაქის ცენტრალური ბაზარი.

 

„რაინეარი“ პირველ ეტაპზე თბილისიდან მილანსა და კიოლნში, ქუთაისიდან კი მარსელსა და ბოლონიაში იფრენს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი