logo_geo
სალომე ზურაბიშვილი „ბლუმბერგის“ ბიზნესფორუმის მიღებას დაესწრო
- +

25 სექტემბერი. 2019. 17:59

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ,,ბლუმბერგის“ ბიზნესფორუმის ფარგლებში გამართულ მიღებას დაესწრო, რომელსაც მასპინძლობას უწევდა ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგი.

 

 

ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტს შესაძლებლობა ჰქონდა, შეხვედროდა ბიზნესწრეების წარმომადგენლებს. სალომე ზურაბიშვილმა გამართა შეხვედრა ჯეიმს ჯიანოპულოსთან, „Paramount Pictures“-ის აღმასრულებელ დირექტორთან, რომელსაც პრეზიდენტმა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ პირობები გააცნო. ჯეიმს ჯიანოპულოსმა დიდი დაინტერესება გამოხატა აღნიშნული პროგრამის მიმართ. მხარეები თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

 

პრეზიდენტმა საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მრავალფეროვნებაზე, არქიტექტურასა და ხელმისაწვდომ ბიზნესსერვისებზე ისაუბრა.

 

 

big_banner
არქივი