„დღეს საქართველოში, როგორც არასდროს, ძალიან შეფარულად მუშაობს „ტავისუფლების ინსტიტუტი", - ამის შესახებ პოეტი რეზო ამაშუკელი ვიდეომიმართვაში საუბრობს. ამაშუკელი ასევე აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის იმიჯის შესარყევად ყველაფერს აკეთებს.
„დღეს საქართველოში, როგორც არასოდეს, მძლავრობს სააკაშვილის ბინძური იდეები, იმიტომ რომ ვითომ ეს დაშლილი და გაფენილი „ნაციონალური მოძრაობა" ყველაფერს აკეთებს, ამ ქვეყანას შეურყიოს სახელი, შინაგანად დაანგრიოს და ამორალური გახადოს ქართველი კაცის სულიერება",- აცხადებს ამაშუკელი.