logo_geo
2020 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრო 50-ზე მეტი ახალი საჯარო სკოლის და ამდენივე საბავშვო ბაღის მშენებლობას გეგმავს
- +

30 სექტემბერი. 2019. 13:52

 

2020 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 50-ზე მეტი ახალი საჯარო სკოლის და ამდენივე საბავშვო ბაღის მშენებლობას გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომაზე გააჟღერა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

 

განათლების ინფრასტრუქტურაზე უწყების ბიუჯეტი წელს 150 მილიონი ლარი იქნება.

 

„მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის განათლების ინფრასტრუქტურა და ამ მიმართულებით 2020 წელს ჩვენი სამინისტრო ბიუჯეტი ორმაგდება. ეს არის 150 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება 50-ზე მეტი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას, 19 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და 70 სკოლაზე მეტის მშენებლობა და რეკონსტრუქცია დაიწყება. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალიტეტები იყვნენ უზრუნველყოფილი დაახლოებით 40 მილიონი ლარის რესურსით, რომლითაც მათ შეძლეს 600-ზე მეტი სკოლის მცირე სარემონტო სამუშაოების წარმოება და ეს პროცესი შემდეგ წელს აუცილებლად გაგრძელდება. ასევე დაახლოებით 50-ზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა მოხერხდება 2020 წელს და ეს იქნება ჩვენი სამინისტროს წვლილი განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებაში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი