logo_geo
მარტვილის საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
- +

30 სექტემბერი. 2019. 21:13

 

მარტვილის მეორე საბავშვო ბაღიდან საავადმყოფოში გადაყვანილი ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარტვილის კლინიკაში განუცხადეს, ბავშვებს საერთო სიმპტომები აღენიშნებოდათ.

 

„შემოიყვანეს ბავშვები, რომელთაც ყველას საერთო სიმპტომები აღენიშნებოდათ - პირღებინება და ზოგადი სისუსტე. ჩაუტარდათ ყველა საჭირო გამოკვლევა და პროცედურა. თითოეულის მდგომარეობა სტაბილურია და დადებითი დინამიკა აღენიშნება. რჩებიან მეთვალყურეობის ქვეშ. სავარაუდოდ, არის კვებითი ან წყლით ინტოქსიკაცია“, - ამბობენ საავადმყოფოში.

 

მარტვილის საავადმყოფოში, საბავშვო ბაგა-ბაღში მოწამლული ბავშვები სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მოინახულა. რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი