logo_geo
ალექსანდრე ზაზარაშვილი ჰოლივუდში მიიწვიეს
- +

1 ოქტომბერი. 2019. 13:50

 

 

უკრაინული „ვოისის“ გამარჯვებული ქართველი მომღერალი ალექსანდრე ზაზარაშვილი, ჰოლივუდში მიიწვიეს.

 

უნიჭიერესი მომღერლის წარმატებები სულ უფრო მაღალ საფეხურზე ადის. უკრაინულ „ვოისში” გამარჯვების შემდეგ, ალექსანდრემ „კარნეგი-ჰოლში“ იმღერა, შესარჩევი ტურის წარმატებით გავლის შემდეგ კი, ჰოლივუდში მიიწვიეს.

 

ალექსანდრე, ასევე, მიწვეულია პოპულარულ ამერიკულ გადაცემაში „Little Big Shots“. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქართველი ამ გადაცემის სტუმარი იქნება.

 

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მომღერალმა ალექსანდრე ზაზარაშვილმა, უკრაინული საბავშვო „ვოისის“ ჟიური ატირა. მუსიკალური შოუს მეხუთე სეზონში, ქართველმა მომღერალმა, ბრმა მოსმენაზე სელინ დიონის ერთ-ერთი ჰიტი – „All by myself“ შეასრულა, ჟიურის ყველა წევრი შემოაბრუნა და მათი აცრემლებაც შეძლო.

 

ალექსანდრემ ჟიურისთვის ქართული სიმღერა „ლალეც“ შეასრულა და უკრაინელებს  კიდევ უფრო აუჩუყა გული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი