logo_geo
რიმა ბერაძე: ჩვენ თავად გაგვაჩნია კითხვები ოპოზიციონერი კოლეგების უპასუხისმგებლო განცხადებებზე
- +

24 თებერვალი. 2017. 21:53



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრქაციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენელბს შემდეგი განცხადებით მიმართა:


ჩვენ თავად გაგვაჩნია კითხვები ოპოზიციონერი კოლეგების უპასუხისმგებლო, არაკომპეტენტურ განცხადებებზე. ათასგვარ ცილისწამებას აწვდიან მოსახლეობას, რომ თითქოს მერიამ შეგვიყვანა შეცდომაში, რომ ვართ გაუგებრობაში, თურმე საკრებულოს უმრავლესობა ჩართულია კორუფციულ გარიგებებში და ა.შ. მე მოვითხოვ ოპოზიციონერი კოლეგებისგან, პირველ რიგში, ჩვენი ყოფილი თანაგუნდელებისგან, დაასახელონ კონკრეტული სახელი და გვარი უმრავლესობიდან ვის მიიჩნევენ კორუმპირებულად და ვიდრე არ დაასახელებენ, არ უნდა დადგეს საკითხის განხილვა დღის წესრიგში",- აღნიშნა რიმა ბერაძემ.



 

big_banner
არქივი