logo_geo
ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია
- +

2 ოქტომბერი. 2019. 12:32

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ე.წ. თერგის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

 

„ამ დროისთვის ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე  80-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი სათამაშოების მაღაზიებს გაუჩნდა. შეინიშნებოდა ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება. ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია და პერიმეტრს იცავს საპატრულო პოლიცია.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

 

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, ჩატარდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი