logo_geo
თავმჯდომარის არჩევამდე სემეკ-ში სხდომები არ გაიმართება
- +

2 ოქტომბერი. 2019. 13:57

 

ახალი თავმჯდომარის არჩევამდე სემეკ-ში სხდომები არ გაიმართება. როგორც საქართველოს პირველ არხს კომისიაში განუცხადეს, ბოლო სხდომა 13 სექტემბერს გაიმართა, 16 სექტემბერს კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა გაუვიდა, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე კი კომისიას შეკრების უფლება არ აქვს.

 

მას შემდეგ, რაც გუშინ პარლამენტში კენჭისყრაზე დავით ნარმანიას დამტკიცების საკითხი დადგა, აღმოჩნდა, რომ კონსტიტუციით საქართველოს პრეზიდენტს სემეკ-ის წევრის წარდგენის უფლება არ ჰქონდა.

 

სემეკ-ის თავმჯდომარის შესარჩევად პარლამენტი კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს. შესაძლოა, თავმჯდომარე თავად კომისიის წევრებმა შეარჩიონ.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი