logo_geo
გია ყანჩელს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
- +

2 ოქტომბერი. 2019. 15:32

 

ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

 

საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პანაშვიდები თბილისში, ტოვსტონოგოვის ქუჩის 6 ნომერში 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება.

 

გია ყანჩელს 5 ოქტომბერს რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ.

 

ცნობილი კომპოზიტორი გია ყანჩელი 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

 

big_banner
არქივი