logo_geo
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგუში პოეტის ისა ქაძოევის სსუ-ის საპატიო დოქტორად არჩევის ღონისძიება გაიმართება
- +

3 ოქტომბერი. 2019. 13:25

 

 

3 ოქტომბერს 13:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის VII სართულის დარბაზში გაიმართება ინგუში სახალხო პოეტის და საზოგადო მოღვაწის, ისა ქაძოევის  სსუ-ის საპატიო დოქტორად არჩევის ღონისძიება.

 

ისა ქაძოევი არის კავკასიის თავისუფლებისათვის მებრძოლი, ინგუში ხალხის გაუტეხლობის მთავარი სიმბოლო, ინგუშეთის სინდისი და ნამუსი, ინგუშეთის ფარი და ხმალი, ისა ქაძოევი არის ინგუშეთის მთავარი „ინგუში ქართველი“ – მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მეგობარი, თავადაც პოლიტიკური პატიმარი საბჭოთა დროს და კავკასიის თავისუფლებისთვის მებრძოლთა ძველი კოჰორტის უკანასკნელი მოჰიკანი. ამჟამად ბატონი ისა 81 წლისაა.

 

ბატონი ისა ქაძოევის სსუ-ის საპატიო დოქტორად არჩევის ცერემონიას მრავალი ცნობილი სახე დაესწრება. ასევე დამსწრე საზოგადოებაში იქნებიან:  

 

მერაბ ჩუხუა - ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი და ცენტრის თანამშრომლები;

 

ირა ქეცბა - აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი და ცენტრის წარმომადგენლები;

 

ბადრი ნაჭყებია - სსუ-ის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მკვლევარი.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, მოწვეული სტუმრები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან.

 

 

big_banner
არქივი