logo_geo
კვირის ბოლოს, საქართველოს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი
- +

4 ოქტომბერი. 2019. 16:32

 

5 ოქტომბერს საქართველოს ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

როგორც „პირველს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში  მაქსიმალური ტემპერატურა +32 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო სანაპირო რაიონებში დაახლოებით +26 დან +28 გრადუსამდე. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, მაქსიმალური ტემპერატურა +25-დან +27 გრადუსამდე დაფიქსირდება. დღის პირველ ნახევარში შესაძლოა, მოიღრუბლოს.

 

კვირის ბოლოს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ქარის გაძლიერება და ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი