logo_geo
„თბილისობასთან“ დაკავშირებით დედაქალაქში მოძრაობა შეიზღუდება
- +

5 ოქტომბერი. 2019. 11:09

 

„თბილისობასთან“ დაკავშირებით, 5 და 6 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

 

დედაქალაქის მერიის ცნობით, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები - N31, N44, N80 და N102 ევროპის მოედნის ნაცვლად, კოტე აფხაზის ქუჩას გაივლიან.

 

თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

 

„თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება.

 

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისობის წლევანდელი პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს.

 

 

 

 

big_banner
არქივი