logo_geo
ვაჟა აზარაშვილი გია ყანჩელზე: დღეს არამარტო საქართველომ, არამედ მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ უდიდესი კომპოზიტორი დაკარგა
- +

5 ოქტომბერი. 2019. 19:38

 

 

„დღეს არამარტო საქართველომ, არამედ მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ უდიდესი კომპოზიტორი დაკარგა“, - ამის შესახებ კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა კომპოზიტორ გია ყანჩელის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა.

 

„გია ყანჩელის მრავალი ნაწარმოებები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი წარმატებით სრულდებოდა. ის იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი. მისი გარდაცვალება არის ძალიან დიდი დანაკლისი მსოფლიო მუსიკალური კულტურისთვის.

 

გია ყანჩელს თავისი სტილისტური მე ჰქონდა, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს“, - განაცხადა ვაჟა აზარაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი