logo_geo
2 წლის ბავშვი, რომელიც რუსთავში მეორე სართულიდან გადმოვარდა, თბილისში, ციციშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს
- +

5 ოქტომბერი. 2019. 19:41

 

 

ორი წლის ბავშვი, რომელიც რუსთავში, კორპუსის მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა, ცენტრალური საავადმყოფოდან თბილისში, ციციშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს.

 

ორი წლის ბავშვი, დილით მეორე სართულიდან გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ის რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი