logo_geo
ლადო კახაძე: ქედს ვიხრი გია ყანჩელის ნათელი სულისა და მისი ნაღვაწის წინაშე
- +

5 ოქტომბერი. 2019. 20:31

 

„ქედს ვიხრი გია ყანჩელის ნათელი სულისა და მისი ნაღვაწის წინაშე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ „რეპორტიორს“ კომპოზიტორ გია ყანჩელის სამოქალაქო პანაშვიდზე განუცხადა, რომელიც რუსთაველის თეატრში მიმდინარეობდა.

 

„არ მეგულება არც ერთი ქართველი ან ქართველისადმი კეთილგანწყობილი ეთნოკულტურა, ვინც დიდი მაესტროს სახელის ხსენებაზე ფეხზე არ ადგეს, ქედი არ მოიხაროს. მან ილაპარაკა კოსმიური ძალით, მან ილაპარაკა გალაქტიკის ძალით და ამისი მიმღები იყო შთამომავლობა, მემკვიდრეობა, სრულიად სამყაროს ბინადარნი.

 

ქედს ვიხრი გია ყანჩელის ნათელი სულისა და მისი ნაღვაწის წინაშე“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი